თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 20-21 იანვარს გამართავს აკადემიკოს მზექალა შანიძისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას - მზექალა შანიძე - 100.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 15 დეკემბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი